27 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
 "მე არ ვარ ისტორიის დასაწერად, მე აქ ვარ იმისთვის, რომ ცვლილებები განვახორციელო"-აშშ-ი დემოკრატიული პარტიის წევრი 

შეერთებული შტატების კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების თანახმად, წარმომადგენელთა პალატაში "რესპუბლიკელები" ლიდერობენ.

 CNN-ის ინფორმაციით, "რესპუბლიკელებმა" 198, "დემოკრატებმა" კი 173 მანდატი მოიპოვეს. 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება.

რაც შეეხება სენატს, სადაც წელს კენჭს უყრიან მანდატების დაახლოებით მესამედს, "რესპუბლიკელებს" 47 "დემოკრატებს" კი 48 მანდატი აქვთ, ჯერჯერობით, თანაბარი 46-46 ადგილი აქვთ. 

"გმადლობთ ნდობისთვის. გმადლობთ, რომ მოგვეცით ყველაზე ძვირფასი რამ- დრო და შესაძლებლობა, რომ განვაგრძოთ მუშაობა თქვენთვის, ეს ჩვენი დროა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ხალხი. ჩვენ უნდა დავდგეთ გზაზე. ჩვენ ვართ ხალხი, ვინც საქმეს ასრულებს, ვინც წყვეტს პრობლემებს,"-აცხადებს რესპუბლიკური პარტიის წევრი მაიკ დივაინი.

ამასთან, აშშ-ს ამომრჩეველს ასევე მადლობას უხდის დემოკრატიული პარტიის წევრი.ქეითი ჰოქული ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებს, რათა განახორციელოს ცვლილებები.

"მადლობა ყველას მთელს შტატში. თქვენ გახადეთ ჩემი გამარჯვება შესაძლებელი. თქვენ მე უფლება მომეცით, გავმხდარიყავი პირველი არჩეული ქალი ნიუ-იორკის შტატში, მე არ ვარ ისტორიის დასაწერად. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ცვლილებები განვახორციელო. ყველა თქვენგანის წყალობით, ჩვენ გავაგრძელებთ პროგრესს, გადავლახავთ ბარიერებს,"-აცხადებს ქეითი ჰოქული.

აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები ჩატარდა. კენჭი უყარეს წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435 მანდატს და სენატის 100 მანდატიდან 35-ს. ამომრჩევლები რამდენიმე შტატის გუბერნატორებსაც ირჩევენ.

დღის ამბები