27 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
სააკაშვილის ბიბლიოთეკაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა მოითხოვეს 

"ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი ნიკა მელიას ღიად დაუპირისპირდა. საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი ნადირაძემ თანაგუნდელების ერთი ნაწილის პოზიცია გააჟღერა და ახალი თავმჯდომარის ასარჩევად შიდა არჩევნების ჩატარება მოითხოვა.

ნადირაძის თქმით, პარტიის ახალ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ლეგიტიმაცია და ეს მოსაზრება გამოხატავს ათასობით მხარდამჭერის პოზიციას. 

"ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა რომ ოპოზიცია და ოპოზიციის მთავარი ფლაგმანი, ნაციონალური მოძრაობა იყოს ძლიერი და ამ გაძლიერებისთვის ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჭიროა გუნდის შიგნით მეტი დემოკრატია, მეტი გამჭვირვალობა და ახალი არჩევნები ყველა დონეზე. რა თქმა უნდა, პიროვნულად არავის არ ვებრძვით და არ ვუპირისპირდებით, ამას ვაკეთებთ ერთადერთი მიზნის გამო, რომ პარტია გაძლიერდეს. ნიკა მელიას ძალიან დიდი მადლობა იმ ბრძოლისა და შრომისთვის, რასაც ეს ადამიანი წევდა  წლების განმავლობაში, ის ფაქტიურად მთელი თავისი ოჯახით იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში, ეს ადამიანი ასევე იყო პოლიტიკური პატიმარი ამ ბრძოლის გამო. ამიტომ, ჩვენ არავის არაფერში არ ვადანაშაულებთ, ჩვენ გვინდა კიდევ უფრო უკეთესი და ძლიერი ნაციონალური მოძრაობა,“ - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.  

დღის ამბები