27 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელები ლიდერობენ - მედია

ამერიკის შეერთებული შტატებში საარჩევნო უბნების დიდი ნაწილი დაიხურა. ქვეყნის მასშტაბით ხმის დათვლის პროცესი დაწყებულია. 

წინასწარი მონაცემებით, სენატში 45 ადგილს რესპუბლიკელები ფლობენ, დემოკრატებს კი 43 ადგილი ერგოთ. წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკელებს 168, ხოლო დემოკრატებს 104 ადგილი აქვთ. 

BBC-ის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ტეხასში რესპუბლიკელი კანდიდატი, ილინოისში დემოკრატი კანდიდატი ლიდერობს. ფლორიდაშიც რესპუბლიკელი კანდიდატი იმარჯვებს. ჯერ უცნობია არიზონას შტატის შედეგები, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტატია.

ტელეკომპანია "სიბიესის" პროგნოზით, წარმომადგენლობითი პალატა შესაძლოა, რესპუბლიკელების კონტროლის ქვეშ გადავიდეს. ამ ეტაპზე კონგრესის ორივე პალატას, დემოკრატები მართავენ.

აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები გადაწყვეტს, რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესს. ამჟამად, წარმომადგენელთა პალატაშიც და სენატშიც უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ.

აშშ-ის მოქალაქეები აირჩევენ 435-წევრიანი წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას და სენატის 35 წევრს. გარდა ამისა, 36 შტატში გუბერნატორებს აირჩევენ.

ამერიკის 50 შტატიდან თითოეული სენატში ორი სენატორით არის წარმოდგენილი, რომლებსაც ექვსწლიანი ვადით ირჩევენ. წარმომადგენელთა პალატის წევრების მანდატი ორწლიანია და ისინი უფრო მცირე ოლქებს წარმოადგენენ.

დღის ამბები