ომის 259-ე დღეა უკრაინაში - მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს დონეცკის ოლქში. რუსულმა ჯარებმა ავია იერიში განახორციელეს ქალაქ კრამატორსკზე. დაშავებულია 8 წლის ბავშვი, განადგურებულია ადგილობრივი სკოლა და საცხოვრებელი შენობები.
რუსული ძალები უწყვეტად ბომბავენ დნეპროპეტროვსკის ქალაქ ნიკოპოლს. ადგილზე ამ წუთებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტებმა 59 ჭურვი ისროლეს სუმის ოლქის მიმართულებით, ზიანი მიადგა რეგიონის 5 დასახლებას.
ხერსონის ოლქის განთავისუფლებულ ტერიტორიაზე 3 მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მოკლულებს წამების კვალი აღებიშნებათ.
ელექტროენერგიის მიწოდება ისევ შეზღუდულია უკრაინის 10 ოლქში.