27 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
ლესლი ფილიპსი, რომელიც "ჰარი პოტერში" გამნაწილებელ ქუდს ახმოვანებდა, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსახიობი, ლესლი ფილიპსი, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლესლი ფილიპსი "ჰარი პოტერის" ფილმებში ახმოვანებდა გამანაწილებელ ქუდს, რომელიც ჰოგვორტსში მისულ პირველკურსელებს სხვადასხვა სახლებში ანაწილებდა.

როგორც ცნობილია, მსახიობს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და გულის შეტევა ორჯერ გადაიტანა.

ფილიპსი 1958-1978 წლებში Carry On-ის ფილმების სერიებში მონაწილეობდა. მას კარიერის განმავლობაში მრავალი როლი აქვს შესრულებული.

დღის ამბები