27 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
კონგრესის შუალედური არჩევნები შეერთებულ შტატებში -  უბნების დახურვამდე რამდენიმე საათი დარჩა

შეერთებულ შტატებში კონგრესის შუალედური არჩევნები ტარდება. ამერიკის მოქალაქეებმა სრულად უნდა გადაირჩიონ წარმომადგენელთა პალატა, სენატის მესამედი და გუბერნატორები რამდენიმე შტატში. ამ დროისთვის კონგრესის ორივე პალატას დემოკრატები აკონტროლებენ, თუმცა პროგნოზების თანახმად, შესაძლოა წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით რესპუბლიკელები მოხვდნენ.

სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების მონაცემებით, დემოკრატიული პარტია 159 ოლქში იმარჯვებს, რესპუბლიკელები კი 188-ში, ბაიდენის პარტიას ექსპერტების პროგნოზით, გამარჯვების შანსი კიდევ 29 საარჩევნო ოლქში აქვს. სოციოლოგებს გაცილებით უჭირთ პროგნოზების გაკეთება სენატზე, სადაც 35 სენატორი უნდა გადაირჩიონ, შანსები თანაბარია, თუმცა არ არის გამორიცხული უმრავლესობაში რესპუბლიკელები მოვიდნენ. ამერიკაში უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომელიმე პალატაში უმრავლესობის დაკარგვის შემთხვევაში, რომ რესპუბლიკელები დემოკრატების საკანონმდებლო ინიციატივებს დაბლოკავენ.

საარჩევნო უბნების დახურვამდე რამდენიმე საათი დარჩა.

დღის ამბები