27 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
საქართველო გრიპის ვირუსის პიკს ელოდება - როდის მიაღწევს რესპირატორული დაავადება მაქსიმალურ ნიშნულს და რომელ რიცხვამდე შეძლებენ მოქალაქეები უფასოდ აცრას

საქართველო გრიპის ვირუსის პიკს ელოდება. რესპირატორული დაავადება მაქსიმალურ ნიშნულს დეკემბრის ბოლოს მიაღწევს. სპეციალისტების პროგნოზით, ინფიცირებულთა რაოდენობა იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ეს გასულ წლებში იყო, მიზეზი კი მიმდინარე წელს გრიპის გრიპის რამდენიმე ტალღაა. სანამ სეზონური ვირუსი მოსახლეობას მასიურად მოედება, ექიმები მოქალაქეებს ვაქცინაციისაკენ მოუწოდებენ.

ექიმები ამბობენ, რომ გრიპი თვისებებისა და მახასიათებლების მიხედვით, სხვა რესპირატორულ ინფექციებში ყველაზე საყურადღებოა. მიმდინარეობს 3-5 დღის განმავლობაში და გართულებებიც ახასიათებს. თავდაცვის საშუალება იმუნიტეტის გაძლიერებაა, რომელიც ვაქცინაციით არის შესაძლებელი.

დღეიდან - 15 ნოემბრამდე სეზონური გრიპის ვაქცინა ყველა მსურველისთვის უფასო იქნება. გადაწვეტილება დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე მიიღო. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამინისტრომ 200 000 დოზა სანოფი პასტერის წარმოების ოთხკომპონენტიანი პრეპარატი შემოიტანა საქართველოში. ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 400-მდე სამედიცინო დაწესებულება და პრეპარატის გაკეთება 6 თვის ასაკიდანაა დაშვებული.

სექტემბრის დასაწყისიდან სეზონური გრიპის ვაქცინა უფასოდ ხელმისაწვდომი იყო, 60 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეების და მათთვის, ვისაც თანმდევი ქრონიკული დაავადებები აქვს. ამ დრომდე შემოტანილი პრეპარატის ნახევარი 100 ათასი დოზა უკვე დახარჯულია. 

დღის ამბები