რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოქალაქე ოკუპირებული გალის ტერიტორიიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა, რა დროსაც აიყვანეს.
"ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულს თან ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერების შეკვრა" - ვკითხულობთ ოფიციალურ ტექსტში.
დაკავებულის მშობლებმა მომხდარის შესახებ ცოტა ხნის წინ გაიგეს, მათ დეტალები ჯერ არ იციან დაც არც ის იციან, თუ სად არის გადაყვანილი მათი შვილი.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობს, რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ კვირას დააკავეს, რადგან ის სწორედ კვირას აპირებდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ქალს ჰქონდა ნარკოტიკების შეკვრა.
შეგახსენებთ, რომ იგივე ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმმა რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე დააკვა.