27 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
ევროკავშირის  დელეგაციამ დამიბარა, ჰარცელმა მითხრა, რომ ჩემი პოსტები პრობლემას იწვევდა -  დევიდ ლი

ევროპის ბიზნეს ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი "რუსთავი 2" თან  ევროკავშირის  დელეგაციასთან ვიზიტის შესახებ საუბრობს.

დევიდ ლი კარლ ჰარცელსა და ანდრიუს კუბილიუსს ზეწოლაში ადანაშაულებს.

"აპრილში ევროკავშირის  დელეგაციამ დამიბარა, იქ მითხრეს რომ ჩემი პოსტები პრობლემას იწვევდა.  ეს მანამდეც ნათქვამი ჰქონდათ და მაშინ ვუთხარი , რომ ვეცდებოდი ჩემი ქმედებების კონტროლს, მაგრამ ამის  პარალელურად მტკიცედ მჯეროდა, რომ როგორც დამოუკიდებელ ადამიანს მქონდა უფლება, თავისუფლად მეთქვა სათქმელი ჩემს პირად "ფეისბუკზე" და "ტვიტერზე". 

კარლმა მითხრა,  რომ მან მიიღო შენიშვნა ევროპარლამენტის წევრისგან. არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ევროპარლამენტარზე ჰქონდა საუბარი, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს იყო ანდრიუს კუბილიუსი, რადგან კუბილიუსის "ტვიტერზე" დავწერე, რომ ის მაშინ არასწორ ინფორმაციას იღებდა - მე არ დავეთანხმე მას,  ის შეცდა. "ტვიტს" ვერ ვპოულობ, მაგრამ ალბათ რაღაც  ფორმით გამოვეხმაურე მის  პოსტს. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის იყო სწორედ  ის ევროპარლამენტარი, რომელსაც გულისხმობდა.

კარლმა მითხრა, რომ ის ვერ გააგრძელებდა ჩვენს შეხვედრებზე მოსვლას, თუმცა ჩვენს მხარდაჭერას გააგრძელებდნენ. დაახლოებით 150 000 ევროს  მხარდაჭერას იღებდა  ბიზნეს ასოციაცია, მე კი ყოველთვიურ ხელფასს 2000 ევროს ვიღებდი. მე ვუპასუხე კარგი, მესმის შენი. შემდეგ  ვესაუბრე ჩემი საბჭოს დირექტორებს და სხვა დამფუძნებლებს და ვუთხარი, რომ ვერ გვექნება ევროპული ბიზნეს ასოციაცია თუ ჩვენ შეხვედრებზე  ევროკავშირის ელჩი არ მოვიდოდა, ამიტომაც დავტოვე თანამდებობა",- განაცხადა ევროპის ბიზნეს ასოციაციის ყოფილმა პრეზიდენტმა.  

როგორც დევიდ ლი აღნიშნავს, მას დარჩა შთაბეჭდილება რომ მისი განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, მათ შორის "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიმართ არ მოეწონა ევროკავშირის ელჩს. 

"|შთაბეჭდილება  დამრჩა , რომ მას არ მოეწონა ჩემი  პოლიტიკური განცხადებები, რომლითაც  ვაკრიტიკებდი არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობას. მან მკაფიოდ  მითხრა, რომ არ მოეწონა ჩემი პოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. ვციტირებ -  "არ მომწონს შენი პოზიცია არასამთავრობოების მიმართ". მე ვფიქრობ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიცაა "საერთაშორისო გამჭვირვალობა", გარკვეულწილად "ღია საზოგადოება" და "გზამკვლევი", მათ  მართავენ ადამიანები კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგით. ვფიქრობ, რომ "საერთაშორისო  გამჭვირვალობა" ტყუილს ამბობს. ვფიქრობ, ისინი ბრიუსელში ჩადიან და იქ  ტყუილს უყვებიან, რომ ჩვენ სრულიად კორუმპირებულები ვართ, თუმცა ჩვენ რეალურად საკმაოდ კარგები ვართ. ჩვენ ხომ  35-ე, ან 37-ე ადგილზე ვართ  მსოფლიო რეიტინგში მაშინ, როცა   ეს მაჩვენებელი უკეთესია  ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასთან შედარებით. ასე რომ ისინი დეზინფორმაციას  ავრცელებენ  და სწორედ ამიტომ  გავაკრიტიკე. მან  კი მითხრა რომ ეს არ მოეწონა. ჰარცელმა თქვა, არ მომწონს თქვენი პოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომ მას დეპუტატი დაუკავშირდა და უთხრა, ჩვენს  ორგანიზაციასთან არ ეთანამშრომლა. მისი თქმით, ეს ევროპარლამენტარი საკმაოდ მნიშვნელოვანია. და ვფიქრობ, ეს ევროპარლამენტარი არის ანდრიუს კუბილიუსი,"- აცხადებს დევიდ ლი. 

დღის ამბები