27 ნოემბერი 2024,   02:23
ვრცლად
ცნობილია, რა მუხლებით იძიებს შსს ფიზკულტურის პედაგოგის გარდაცვალების საქმეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ერთ-ერთ სოფელში ფიზკულტურის მასწავლებელი გარდაცვალების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა ამავე საქმეზე გამოძიება 141-ე, გარყვნილი ქმედების მუხლითაც მიმდინარეობს.

რამდენიმე დღის წინ, პოლიციაში შესული შეტყობინების საფუძველზე სამართალდამცველებმა გამოკითხეს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და თავად ფიზკულტურის პედაგოგი, რომელსაც არასრულწლოვნები გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებდნენ.

"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, ბრალდებების გახმაურების შემდეგ, მასწავლებელს ურთიერთობა დაეძაბა კოლეგების ნაწილთან და მშობლებთან.

მძიმე ბრალდებაში დადანაშაულებულმა 60 წლამდე მამაკაცმა საკუთარ სახლში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დღის ამბები