27 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
"არავინ გამოგვრჩეს", ეს არის გაეროს პრინციპი და ის ასახულია 2030 წლისთვის გაწერილი მდგრადი განვითარების დღის წესრიგში - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შარმ-ელ შეიხში, კლიმატის ცვლილების შესახებ მიმდინარე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 27-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

"გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს სამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობა, სუვერენული თანასწორობა და ღირსების პატივისცემა არის თავად გაეროს და ამ ორგანოს მუშაობის ფუნდამენტური პრინციპი. "არავინ გამოგვრჩეს" -   ეს არის პრინციპი და ის ასახულია 2030 წლისთვის გაწერილი მდგრადი განვითარების დღის წესრიგში. ამიტომ, ხსენებული ორგანოების წევრობის საფუძველზე, სამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობის მიზნის მიღწევა რჩება ჩვენს ერთ-ერთ უმაღლეს პრიორიტეტად ამ კონფერენციის ფარგლებშიც," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. 

მთავრობის მეთაურმა კოლეგებს, 27-ე კონფერენციის შედეგების სწრაფ მოქმედებებში გარდაქმნისკენ მოუწოდა. 

 "დასკვნის სახით, ჩემო მეგობრებო, მინდა მოვუწოდო და შევახსენო ყველა ჩვენს კოლეგას, რომ წარმატების მიღწევა მარტო შეუძლებელია. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ შედეგის მიღწევას. მოდით, ერთად გარდავქმნათ დაინტერესებულ წრეთა და მხარეთა 27-ე კონფერენციის შედეგები სწრაფ ქმედებებში, კლიმატის გადასარჩენად. გმადლობთ!" - აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები