შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეხბურთის გუნდი საერთაშორისო კორპორატიული თასის მფლობელი გახდა. ჩემპიონატი თურქეთში, ქალაქ ანტალიაში გაიმართა. გამარჯვებულ სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები და თანამშრომლები დახვდნენ.
ქართველმა სამართალდამცველებმა ფინალში თურქი მეტოქეები დაამარცხეს ანგარიშით - 7:0