27 ნოემბერი 2024,   02:10
ვრცლად
შუალედური არჩევნები აშშ-ში - ქვეყნის სათავეში შესაძლოა კვლავ რესპუბლიკელები მოვიდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების სათავეში შესაძლოა კვლავ რესპუბლიკელები მოვიდნენ. კონგრესის არჩევნებზე დიდი ალბათობით დემოკრატები უმრავლესობას დაკარგავენ.  ასეთია წინასწარი გამოკითხვების შედეგები.

საკანონმდებლო ორგანოს მანდატებისთვის ბრძოლაში ჩართულები არიან როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი პრეზიდენტები. ჯო ბაიდენმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს არჩევნებს, შტატების დემოკრატიისთვის გადამწყვეტი მომენტი უწოდა. მისი ოპონენტი ამ შემთხვევაშიც ტრამპია, ის რესპუბლიკელების მხარდასაჭერად კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს.

დემოკრატებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ წარმომადაგენელთა პალატის დაკარგვის შემთხვევაში სენატის შენარჩუნებას მაინც შეძლებენ . ხვალ ამერიკელები წარმომადგენელთა პალატის 435 დეპუტატს, 35 სენატორსა და 36 გუბერნატორს აირჩევენ.ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 40 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

დღის ამბები