თბილისის მერიის ინფორმაციით, კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.
"კუს ტბის საბაგირო გზა ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს მგზავრებს ვერ მოემსახურება. საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდება," - ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს.