27 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
ახალი სისტემები მივიღეთ, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას - ვოლოდიმირ ზელენსკი

დონეცკის ოლქი კვლავ სიგიჟის ეპიცენტრია, ყოველდღიურად ასობით ოკუპანტი იღუპება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეო მიმართვისას განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის საჰაერო თავდაცვაზეც გაამახვილა ყურადღება. ის ამბობს, რომ უკრაინა თანდათან მიიწევს მიზნისკენ 100%-ით დაიცვას საჰაერო სივრცე.

"ახალი სისტემები მივიღეთ, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას. რა თქმა უნდა ასი პროცენტით არ ხდება უკრაინის ცის დაცვა, თუმცა ჩვენ თანდათან მივდივართ ჩვენი მიზნისკენ.

ზოგადად, ფრონტის გასწვრივ ჩვენი ძალები აქტიური თავდაცვის მდგომარეობაში არიან - აღმოსავლეთისა და სამხრეთის ზოგიერთ ნაწილში მტერი ნელ-ნელა უკან იხევს, ჩვენ კი თანდათან წინ მივიწევთ. დონეცკის ოლქი ოკუპანტების უდიდესი სიგიჟის ეპიცენტრად რჩება - ყოველდღიურად ასობით მათგანი იღუპება, უკრაინული პოზიციების მიმდებარედ, მიწა, ფაქტობრივად, ოკუპანტების ცხედრებითაა მოფენილი," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები