თელავში ერეკლეობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ფოიერვერკითა და გალა კონცერტით დასრულდა. სტუმრების წინაშე ჯგუფი ""ალილო", ლიზა ბაგრატიონი და ნეკა სებისვერაძე წარსდგნენ.
დღის განმავლობაში კი ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, არაერთი კულტურული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება ჩატარდა. დაჯილდოვდნენ თელავის საპატიო მოქალაქეებიც; გაიმართა საფოსოტო სამარკო ნიშნის პრეზენტაცია, რომელიც საგანგებოდ ერეკლე II-ის საიუბილეო თარიღისთვის შეიქმნა.