უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები უკვე 258-ე დღეა გრძელდება. აფეთქების ხმა ისმოდა ქალაქ კრემენჩუკის სიახლოვეს. დეტალები უცნობია.
დონეცკის ოლქში რუსეთის თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 5 დაშავდა. ღამით 5-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქი.
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის კიევში, უკვე რამდენიმე დღეა დენის მიწოდების გრაფიკი მოქმედებს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურის დაახლოებით 40% განადგურებულია.