27 ნოემბერი 2024,   02:12
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა - საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ამ გზაზე მხარდაჭერის  მნიშვნელობა იყო

საქართველოს პრეზინდეტი სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა. მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან პირისპირ შეხვედრისას საუბარი საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და ევროკავშირის წევრობის მისაღწევად ევროპის საბჭოს მხარდაჭერის მნიშვნელობას შეეხო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა აქცენტი საქართველოში არსებული პოლარიზაციის დაძლევის აუცილებლობაზეც გააკეთა. შეხვედრას მისი დასრულების შემდეგ "ტვიტერზე" გამოეხმაურა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი.

"შესანიშნავი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან," - ამ ტექსტით ბურიჩმა სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივი ფოტო გააზიარა. 

დღის ამბები