27 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი კლიმატის ცვლილებით განპირობებული გამოწვევების დაძლევის გზებზე გაამახვილებს ყურადღებას.

გაეროს კლიმატის კონფერენციის ლიდერთა სამიტი შარმ-ელ-შეიხში ოფიციალურად გუშინ გაიხსნა. შეხვედრაზე აქცენტი მსოფლიოში კლიმატის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე კეთდება.

სამიტს 120-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ესწრება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს, არიან საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის ხემძღვანელი.

დღის ამბები