27 ნოემბერი 2024,   02:23
ვრცლად
ოპოზიცია ისევ ვერ ჩამოყალიბდა - "სტრატეგია აღმაშენებლის", "დროასა" და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ტრიოს სულ უფრო მეტი ადამიანი აკრიტიკებს

ევროკავშირი და სოროსის ფონდი ხელისუფლების დასამარცხებლად - სწორედ ეს დაინახა "ტაბულას" დამფუძნებელმა ოპოზიციური სამეულის გაერთიანებაში. მათ უნგრეთის მაგალითიც შეახსენა, რომლის დროსაც ოპოზიციური პარტიების გაერთიანებამ არ იმუშავა და დასუსტების ნაცვლად, ვიქტორ ორბანი კიდევ უფრო გააძლიერა.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ თუ უნგრეთის მოვლენების უკან ევროკავშირი იდგა განმარტებები ევროდეპუტატებმაც უნდა გააკეთონ, ქართულ ოპოზიციურ გაერთიანებას კი მმართველი გუნდი უპერსპექტივოდ მიიჩნევს.

ადრესატებმა ოპოზიციიდან - "გირჩისა" და "დროას" ლიდერებმა, დღეს "კურიერთან" საუბარი არ ისურვეს. ერთობის პერსპექტივაზე განცხადება გიორგი ვაშაძემ გააკეთა. მას მიაჩნია, რომ ის, ვინც ერთობას ეწინააღმდეგება, ოცნების თამაშს თამაშობს და რომ ახლა ევროპული ერთობაა საჭირო, რამაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსამდე უნდა მიიყვანოს.

ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ხელისუფლების დამარცხების შანსს ვერც საერთო სიაში და ვერც საერთო პრაიმერისში ხედავენ. "ნაციონალური მოძრაობა" ტრიოს გაერთიანებას მალევე გაემიჯნა.

სამი პარტიიის სტრატეგია გაუგებარია დანარჩენი ოპოზიციისთვისაც, მათ შორის გიორგი ვაშაძის უკვე ყოფილი თანაგუნდელის, თეონა აქუბარდიასთვის. ხოშტარია-ვაშაძე-ჯაფარიძის გაერთიანებას ამ დროისთვის ღიად ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უარი უკვე უთხრა. იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ისინი საპარლამენტო მუშაობაში აზრს ჯერ კიდევ ხედავენ.

"ქართული ოცნების" დეპუტატებს ოპოზიციურ სპექტრში ერთმანეთის მიმართ პოლიტიკური თავდასხმებიც აღარ უკვირთ. მიაჩნიათ, რომ დაპირისპირება და გაუგებრობა მათ ოპონენტებს კიდევ უფრო დაასუსტებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათი რევოლუციური სცენარი წარმატებული ვერ იქნება.

ოპოზიციაში გადალაგება გასულ კვირას დაიწყო, როცა ელენე ხოშტარიას, ზურა გირჩი ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის პოლიტიკურმა პარტიებმა გაერთიანება გადაწყვიტეს.

დღის ამბები