27 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
"ხალხის ძალის" მორიგი წერილი - ვინ არის ამჯერად კრიტიკის ობიექტი და როგორ აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში განცხადებას

"მოძრაობა ხალხის ძალამ" ახალი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების მთავარი ინსტრუმენტი "ნაციონალური მოძრაობის" კუთვნილი მედიასაშუალებებია. ამ მედიაორგანიზაციების მთავარი დამკვეთი კი, აშშ-ის საელჩო.

პარლამენტარების გულწრფელობის არ სჯერათ ოპოზიციური პარტიებში. ისინი ამბობენ, რომ მმართველი პარტია კოლეგების მეშვეობით ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებს.

"ხალხის ძალის" განცხადებაში ნათქვამია, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ფეიკ კამპანია გარკვეული მედიასაშუალებების დახმარებით წარმართა. წერილის მიხედვით, საელჩომ არა მხოლოდ პარალელური ხმის დათვლის შედეგები გააყალბა მისი ერთ-ერთი ფავორიტი ენჯეოს მეშვეობით, არამედ არჩევნების ხელოვნური დელეგიტიმაციის მისაღწევად, მედიის ფეიკ კამპანიაც დააფინანსა. მმართველი გუნდი ხალხის ძალის ბრალდებებზე განმარტებას არ აკეთებს, უმრავლესობაში კიდევ ერთხელ აკონკრეტებენ რომ ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.

"ქართულ ოცნებას" პოლიტიკური კორექტულობის გამო არ ჰყოფნის გამბედაობა, რომ ამერიკელებს დაუპირისპირდეს" - ასეთ განმარტებას აკეთებენ ახალი მოძრაობის წევრები. "ხალხის ძალაში" აცხადებენ, რომ ისინი ხმამაღლა ისაუბრებენ იმ საკითხებზე, რომლებსაც საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ.

მოძრაობა "ხალხის ძალა" კითხვებზე პასუხებს, ამერიკის საელჩოდან ელოდება.

 

დღის ამბები