27 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
ქართულ ღირებულებებზე საუბრისას, "ურთიერთპატვისცემა" პირველად გამოკითხულთა მხოლოდ 1%-ს ახსენდება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, კითხვაზე, თუ რა ახსენდებათ პირველი ქართული ღირებულებების ხსენების დროს, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

ქართული ტრადიციები - 15%

სტუმართმოყვარეობა - 10%

ქართული პატრიოტიზმი - 7%

ქართული კულტურა - 6%

რწმენა - 4%

ენა - 3%

ქართული ტაძრები - 3%

პატიოსნება - 2%

ეროვნულობა - 2%

ოჯახი - 2%

საქართველოს ისტორია - 2%

ქართული სუფრა - 2%

ერთგულება - 2%

თავისუფლების სიყვარული - 2%

სიყვარული - 1%

ურთიერთპატივისცემა - 1%

მოხუცთა პატივისცემა - 1%

სხვა - 10%

არაფერი - 1%

არ ვიცი/არ უპასუხია - 24%.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.

დღის ამბები