27 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
IRI-ს კვლევის თანახმად, საზოგადოების ყველაზე დიდი ნაწილი - 74% ქართულ ჯარს ენდობა, 68% კი საპატრიარქოს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოში ინსტიტუციების მიმართ ნდობის მაჩვენებელი ასეთია:

ქართული ჯარი - 74%
საქართველოს საპატრიარქო - 68%
პოლიცია - 63%
ადგილობრივი თვითმმართველობა - 59%
ქართული მედია - 55%.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.

 

დღის ამბები