27 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
IRI-ის კვლევის თანახმად, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს "ქართულ ოცნებას" ხმას 25% მისცემდა, "ნაციონალურ მოძრაობას" - 12%

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, კითხვაზე მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? 25% "ქართული ოცნებას" ასახელებს. "ნაციონალური მოძრაობას" -12%; "საქართველოსთვის" - გიორგი გახარია 3%; "გირჩი მეტი თავისუფლება" - ზურა ჯაფარიძე 3%; "სტრატეგია აღმაშენებელი" - გიორგი ვაშაძე - 2%; "დროა" - ელენე ხოშტარია - 2%; "ლეიბორისტული პარტია" - 2%; "მოძრაობა ხალხისთვის" - ანა დოლიძე - 2%; "გირჩი"-2%; "პატრიოტთა ალიანსი" - 2%; "ლელო", "ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები" და "ალტ-ინფო" -1%.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.

დღის ამბები