27 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
სტუმრობთ ხოლმე დენდროლოგიურ პარკს და თავად დარწმუნდით, რომ პარკი საჯარო სარგებლობაშია და არის უნიკალური პროექტი არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ რეგიონში - არჩილ თალაკვაძის პასუხი მედიის კითხვაზე ბიძინა ივანიშვილის ოჯახისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემასთან დაკა

არჩილ თალაკვაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილზე დაწყებულია ახალი კამპანია, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მართული ტელევიზიის ჟურნალისტები ასრულებენ. მისივე თქმით, ეს ტელევიზიები 2 წლის განმავლობაში აწარმოებდნენ ირონიულ და დამამცირებელ მადისკრედიტებელ კამპანიას დენდროლოგიური პარკის პროექტთან დაკავშირებით.

"გავიხსენებდი თქვენს ირონიულ და დამამცირებელ მადისკრედიტებელ კამპანიას, რომელსაც აწარმოებდით თითქმის 2 წლის განმავლობაში დენდროლოგიური პარკის პროექტთან დაკავშირებით და ცდილობდით ხალხისთვის გეთქვათ, თითქოს ბატონ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მთელი ეკოსისტემა მიჰქონდა სადღაც, ანადგურებდა ტყეებს და ა.შ. გვახსოვს თქვენი დეზინფორმაციული, აბსოლუტურ ფეიკზე აგებული კამპანია. საბოლოო ჯამში, თქვენ და თქვენი თანამშრომლები აღმოჩნდით ის ჟურნალისტები, რომლებიც სტუმრობთ ხოლმე დენდროლოგიურ პარკს და თავად დარწმუნდით, რომ დენდროლოგიური პარკი არის საჯარო სარგებლობაში და არის უნიკალური პროექტი არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მთლიანად რეგიონში. დღეს გაქვთ წამოწყებული იგივე კამპანია უკვე ახალი მიზეზით, ახალი "ფეიკ ნიუსი" გინდათ შექმნათ, მოდიხართ პარლამენტში და სერიოზულ კითხვებს სვამთ ამასთან დაკავშირებით. წინა კვირას ბაობაბებზე დაიწყეთ ლაპარაკი, ახლა რაღაც ბადეებზე საუბრობთ. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის თქვენი ხელწერა და დაკვეთა, რომელსაც თქვენ, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მართული ტელევიზიის ჟურნალისტები სამწუხაროდ ასრულებთ. გავიხსენებ ასევე თქვენი ერთ-ერთი ე.წ. მედია მენეჯერის ბრიფინგს, სადაც მან პირდაპირ უთხრა საზოგადოებას, რომ თქვენ გიყენებდათ პოლიტიკური მიზნებისთვის, ამაზე არცერთს არ გქონიათ პრეტენზია და არც კრიტიკული მოსაზრებები გამოგითქვამთ. გაიხსენეთ რას ლაპარაკობდით დენდროლოგიურ პარკთან დაკავშირებით, თქვენივე მაშინდელი გადაცემები, სიუჟეტები და კამპანია არის პასუხი დღევანდელ თქვენს კითხვებზე"- განაცხადა თალაკვაძემ.

დღის ამბები