ზუგდიდში, დაუსრულებელ სტადიონთან განათების ბოძი წაიქცა და ავტომობილს დაეცა. ამ დროს მანქანაში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად დაშავებულები არ არიან.
კომბინატის დასახლებაში სპორტული ობიექტი 2018 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა რეაბილიტაცია შეჩერდა. ახლა სტადიონი არ ფუნქციონირებს და არც სამუშაოები მიმდინარეობს.