თელავი ერეკლეობას ზეიმობს. დღეს, ერეკლე მეფის დაბადებიდან 302 წელი შესრულდა.
დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება იმართება, ცოტახნის წინ გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით "მეფე ერეკლე - საქართველოს უკანასკნელი ლომი". კახეთში იმყოფება კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.
ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე თელავის მერმა, თელავის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა.