27 ნოემბერი 2024,   02:15
ვრცლად
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 38 მილიონი დოლარის რესურსს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 38 მილიონი დოლარის რესურსს გამოუყოფს.
საქართველოს ხელისუფლებას და სსფ-ს მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულების შესახებ სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ეკონომიკის, ფინანსთა მინისტრებმა და ეროვნული ბანკის პრზიდენტამ ერთობლივი ბრიფინგზე ისაუბრეს.

ფონდის შეფასებით, 2022 წელს თვალნათელი იყო საქართველოს ეკონომიკის სიძლიერე, რადგანაც უკრაინაში ომის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ადრე მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში ინფლაციის შემცირებას პროგნოზირებს. მისიის შეფასებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ინფლაციის შემცირებას დაღმავალი ტრენდი ექნება და 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებლამდე 2024 წელს ჩამოვა.

დღის ამბები