27 ნოემბერი 2024,   02:20
ვრცლად
ევროპარლამენტის რეზოლუციაში უტიფარი შესწორებებია შეთავაზებული: არ შეიძლება ბიუჯეტის ქურდს უწოდო მედია მენეჯერი და მეცენატს ოლიგარქი - გია ვოლსკი

ევროპარლამენტის რეზოლუციაში უტიფარი შესწორებებია შეთავაზებული: არ შეიძლება ბიუჯეტის ქურდს უწოდო მედია მენეჯერი და მეცენატს - ოლიგარქი, ეს იმდენად აშკარაა საზოგადოებისთვის, რომ მთავარ საფრთხეს უქმნის ჩვენს საგარეო პოლიტიკას, - ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი ინფორმაციას, რომ ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ მორიგ მკაცრ რეზოლუციას ამზადებს.

მისი თქმით, ადამიანების ჯგუფი უტიფარ ფორმულირებას სთავაზობს ევროპარლამენტს და ეს ევროპის დისკრედიტაციას ახდენს საზოგადოების თვალში. ვოლსკი აცხადებს, რომ საზოგადოებას ხშირად უნდა შეახსენონ, რომ "კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიანე არ არის ევროპარლამენტი", წინააღმდეგ შემთხვევაში, ვოლსკი ამბობს, რომ საზოგადოებაში ევროპული კურსი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

"ასეთი უტიფარი კომენტარის გამკეთებელი და მითუმეტეს, ადამიანების ჯგუფი, რომელიც სთავაზობს ასეთ უტიფარ ფორმულირებას ევროპარლამენტს რეზოლუციაში, არ უფიქრდება მთავარ გარემოებებს, რომელიც საქართველოშია შექმნილი. პირველი ის, რომ რეალობა სხვა არის და არ შეიძლება ერთი მხრივ ბიუჯეტის ქურდს უწოდო მედია მენეჯერი და მეორე მხრივ, ადამიანს, რომელიც მეცენატია ყველა თავის ნიშნით, უწოდო ოლიგარქი.

ეს იმდენად აშკარაა საზოგადოებისთვის, რომ მთავარ საფრთხეს უქმნის ჩვენს საგარეო პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში (იმ პოზიციას), რა პოზიციაც აქვს სახელმწიფოს, მთავრობას, ევროინტეგრაციის პროცესს. ეჭვის ქვეშ აყენებს ამ მიმართულებას (ევროინტეგრაციას), დისკრედიტაციას უკეთებს თავად ევროპის შინაარსს, არსს, დემოკრატიულობას. ვფიქრობ, საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ კუბილიუსი და მისი პრემიერობის დროს, თავდაცვის მინისტრი იუკნევიჩიანე არ არის ევროპარლამენტი, არ არის ევროდამოკიდებულება და ევროპის სტანდარტი, რომელსაც შეიძლება შეფასება მივცეთ ამ რაკურსით. ეს შეხსენებები ხშირად უნდა გავაკეთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი საგარეო კურსი საზოგადოებაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. კიდევ არის გარკვეული შესწორებები შეთავაზებული, რომელსაც ვერ უწოდებ უსაფუძვლოს, ეს არის უტიფარი ფორმულირებები, რომელიც უნდათ, რომ ამ რეზოლუციაში მოხვდეს", - განაცხადა ვოლსკიმ.

ის ასევე გამოეხმაურა 13 ევროპარლამენტარის მიმართვას სალომე ზურაბიშვილისადმი, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალოს და აღნიშნა, რომ მათი ინტერესები საქართველოს ინტერესებს უპირისპირდება.

"ევროპარლამენტარი ეს სიტყვა არ არის მთავარი დამახასიათებელი იმ ადამიანებისა, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ, ეს არის კონკრეტული „სახალხო პარტიის“ წევრები, რომელიც არის „ნაცმოძრაობის" დედა პარტია და გააჩნიათ ჩამოყალიბებული პოლიტიკური პოზიცია, რომელსაც წლების განმავლობაში ატარებენ. ხშირად ეს უპირისპირდება იმ ინტერესებს, რომელიც საქართველოს გააჩნია, მათ შორის ამ შემთხვევაშიც," - განაცხადა ვოლსკიმ.

დღის ამბები