ქუთაისში შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო შემეცნებითი კამპანიის - "ემეგობრე პოლიციას" ფარგლებში, საზოგადოებრივი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი.
დილიდან ქუთაისის ცენტრალური მოედანი დაკეტილია, იქ მისულ სტუმრები ადგილზე ეცნობიან სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობას და ტექნიკას.
ამასთან, შსს შემეცნებითი ღონისძიება სკოლებშიც გრძელდება, სადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოსწავლეებს დეტალურად განუმარტავენ მათ უფლებებს და მუშაობის სპეციფიკას.
"წარმოდგენილი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული დანაყოფი თავისი სპეციალური ავტოტრანსპორტით, სპეციალური აღჭურვილობებით და კიდევ ერთხელ შევეცადეთ მოსახლეობისთვის გაგვეცნო ის სპეციფიკა და ყოველდღიური საქმიანობა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული დანაყოფი ეწევა ქვეყნის მასშტაბით,"- აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი.