ხვალ კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართება. სხვადახვა გამოკითხვის მიხედვით, დემოკრატები, სავარაუდოდ, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დაკარგავენ.
მანამდე პრეზიდენტი ბაიდენი ამომრჩევლებს შეხვდა , მან შუალედურ არჩევნებს შტატების დემოკრატიისთვის გადამწყვეტი მომენტი უწოდა.პენსილვანიის შტატში რესპუბლიკელ კანდიდატებს მხარი დაუჭირა შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელმაც თქვა, რომ ქვეყნის განადგურების შესაჩერებლად და ამერიკული ოცნების გადასარჩენად, მოსახლეობამ ხმა რესპუბლიკელებს უნდა მისცეს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 40 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.არჩევნების შედეგები გადაწყვეტს ვინ გააკონტროლებს კონგრესს ბაიდენის პირველი ვადის ბოლო ორი წლის განმავლობაში.