27 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
ერაყში ძლიერი ხანძრის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ერაყის დედაქალაქში ძლიერი ხანძარი იყო. ცეცხლი კომერციულ შენობაში გაჩნდა, რის შემდეგაც ნაგებობა მთლიანად ჩამოინგრა.

დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო თავდაცვის დირექტორი და რამდენიმე მეხანძრეც არის.  გამომწვევი მიზეზის შესახებ პირველადი ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურები ამ დრომდე მუშაობენ.

დღის ამბები