ტანზანიაში ავიაკატასტროფას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმფრინავი, რომელსაც 43 ადამიანი გადაჰყავდა, ტბა ვიქტორიაში ჩავარდა. ის ქალაქ დარ-ეს-სალამიდან ქალაქ ბუკობასკენ მიემართებოდა, რა დროსაც ძლიერ შტორმში მოხვდა.
ბორტზე მყოფი მგზავრებიდან მაშველებმა 24 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.