2007 წლის 7 ნოემბერი - ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდ შეცდომა. არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ამ დღემ შეცვალა რადიკალურად ქვეყანაში პოლიტიკური ბალანსი და ქვეყნის მომავალი.
ზუსტად 15 წლის წინ ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაარბია თბილისში რამდენიმე ადგილას შეკრებილი მოქალაქეები. დღის ბოლოს კი სპეცრაზმი ტელეკომპანია "იმედის" შენობაში შეიჭრა, დააზიანეს არხის ტექნიკა და მაუწყებლობა გათიშეს.
ერთ-ერთი საქმე, რის გამოც მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს წაყენებული, სწორედ 7 ნოემბრის ეპიზოდია.