27 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
საქართველო უკრაინელ ბავშვებს სტუმრობს

უკრაინელი ბავშვები, მათი მშობლები და უკრაინის რადას საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გვიან ღამით თბილისში ჩამოფრინდნენ. სტუმრებს აეროპორტში პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე დახვდა.

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან, ჩერნიჰივის ოლქიდან ჩამოსული 29 ბავშვი კახეთში ათი დღე დარჩება. დაესწრებიან კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში არსებულ სასწავლო კურსს, შეხვდებიან ქართველ თანატოლებს და ესტუმრებიან პარლამენტს.

ეს უკრაინელი ბავშვების უკვე მეორე ჯგუფია, რომელიც ქვეყანაში ქართული მხარის მოწვევით ჩამოვიდა.

დღის ამბები