27 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
ქართველი კომპოზიტორის "ავე მარია" შუბერტის, ბახის და ბიზეს გვერდით - ნუნუ გაბუნიას ნაწარმოები ყოველ წელს საშობაოდ ვატიკანსა და ვენაში ჟღერს

ავე მარია - მარიამ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ნაწარმოებისთვის მუსიკა მსოფლიოში ასობით კომპოზიტორს აქვს დაწერილი. მათ შორის მუსიკათმცოდნეებმა 18 საუკეთესო შეარჩიეს. შუბერტის, ბახის, ბიზეს და სხვა დიდი კომპოზიტორების გვერდით ჩამონათვალში ერთადერთი ქალია - ეს არის ქართველი ნუნუ გაბუნია, მისი "ავე მარია" ყოველ წელს საშობაოდ ვატიკანსა და ვენაში ჟღერს.

კომპოზიტორს ქართველი მსმენელი უმეტესად ქალაქური სიმღერებით იცნობს, თუმცა მის შემოქმედებაშია მუსიკა ოპერისთვის, ბალეტისთვის, მიუზიკლებისთვის, ასევე კინოსა და ანიმაციისთვის. მან 80 წლის იუბილე რუსთაველის თეატრში კონცერტით აღნიშნა.

დღის ამბები