კურიერი P.S.-ის კამერამ კრწანისის სამხედრო ბაზა გადაიღო - საწვრთნელი ცენტრი, სადაც რეზერვისტები სიმულაციურ სწავლებას გადიან. სასიამოვნო სიურპრიზი იყო ქვეყნის სამსახურში ცოლ-ქმრის ნახვა, რომლებმაც რეზერვისტობა გადაწყვიტეს.
კოტე ჩახუნაშვილი და ეკა კვირკველია პროფესიით ექიმები არიან - ეროვნული გვარდიის რეზერვში მედიკოსებად ირიცხებიან. რეალურ საომარ პირობებში კი ბრძოლის ველზე დაჭრილებს პირველად დახმარებას სწორედ ისინი აღმოუჩენენ. წყვილმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო და ახლა იგივეს სხვებსაც ურჩევენ.