უძველესი ქართული ტრადიცია და ამ ტრადიციის მიმდევრები - ბაზიერები, უთოფო მონადირეები, რომელთა მთავარი იარაღიც მტაცებელი ფრინველია. ქორით, მიმინოთი და შევარდენით ნადირობა განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოშია შემორჩენილი.
აღსანიშნავია, რომ ქართველ ბაზიერებს საზღვარგარეთ ჩატარებულ ფესტივალებზე ხშირად იწვევენ. წელსაც გურულმა ბაზიერებმა თურქეთიდან თასი ჩამოიტანეს.