27 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
ნული ავტოავარია 2050 წლისთვის - ქართველი გამომგონებლის მოწყობილობა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე უნდა იხსნას

მსოფლიოში ყოველწლიურად ავტოავარიაში მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. დადგენილია, რომ საგზაო ინციდენტის გამო ჩვენს პლანეტაზე ყოველ 25 წამში, ვიღაც კვდება. მაშინ, როცა მსოფლიოში მილიონობით ავტომობილია, ალბათ რთული წარმოსადგენია მსოფლიო ავარიების გარეშე, თუმცა ის რაც ხანდახან არარეალური გვეჩვენება, შეუძლებელი სულაც არ არის. ეს კი კიდევ ერთმა ქართველმა გამომგონებელმა დაამტკიცა. გეგმა ასეთია - ნული ავტოავარია 2050 წლისთვის.

ქართველი ახალგაზრდები მსოფლიოს გაოცებას განაგრძობენ. გიორგი ევსანჯიამ შექმნა მოწყობილობა, რომელიც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესაძლებლობას არ მოგვცემს. მომავლის იდეამ ავტოსაგზაო შემთხვევები უნდა შეამციროს და ადამიანთა სიცოცხლე იხსნას. თბილისი კი ლონდონის შემდეგ მეორე ქალაქი იქნება, რომელიც ტრანსპორტს ამ მოწყობილობით უსაფრთხოს გახდის.

დღის ამბები