"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირებამ გამოიწვია. მასთან ერთად იმყოფებოდა მეორე პირი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია - ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ წუთებში, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს.