რა ხდება მაშინ, როდესაც ერთ ოჯახში სამი ჩემპიონია - კახი, საბა და გიორგი ასანიძეები, ოქროსმედალოსანი მამა და შვილები მორიგი გამარჯვებისთვის ემზადებიან.
შვილებს ოლიმპიური ჩემპიონი მამა წვრთნის და შედეგიც სახეზეა. ალბანეთში გამართულ იუნიორთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველომ უნიკალური შედეგი დააფიქსირა.
23 წლამდე ჩემპიონი კახი ასანიძე გახდა, 20 წლამდე კი საბა. მათი მამა გიორგი ასანიძე კი ტურნირის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.
ავტორი : ლაშა ბერძენიშვილი