საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "დინამო არენაზე", ნოემბერის პირველ ტესტ-მატჩში ურუგვაის ნაკრები ანგარიშით 34:18 დაამარცხა.
შეხვედრაში ბექა გორგაძემ 3 და გურამ პაპიძემ კი 1 ლელოს გატანა მოახერხა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო თამაშს 12 ნოემბერს ისევ თბილისში, სამოას ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.