სახალხო დღესასწაულია გურიაში, ოზურგეთში "ალეგრობა 2022-ი" იმართება. სამკუთხა პარკში მოწყობილია ფოტოზონები სადაც ძველი ოზურგეთის ფოტოებია წარმოდგენილი. სივრცეები მორთულია ეთნო და ფოლკლორული ელემენტებით.
ჩატარდა სპორტული აქტივობებიც, მათ შორის - ფარიკაობა, ჭიდაობა, კალათბურთი, ჩოგბურთი, მინი ფეხბურთი- ღონისძიება, ასევე მოიცავს კულინარიულ ნაწილსაც. სტუმრებმა გრანდიოზული ზომის ტრადიციული გურული ღვეზელი, მჭადი და გურული ბრინჯულა დააგემოვნეს. დღესვე მოხდა ოზურგეთის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და გაიმართა კონცერტი.