27 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
მოვუწოდებთ რუსეთს, მკაფიოდ განაცხადოს, რომ ამ კონფლიქტში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, ეს იქნება ზღვარი, რომელიც არ უნდა გადალახოს- ოლაფ შოლცი

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელია, ეს იქნება ზღვარი, რომელიც რუსეთმა არ უნდა გადალახოს- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის სხდომაზე განაცხადა.

ოლაფ შლცის თქმით, მან ეს გზავნილი ჩინეთშიც ჩაიტანა და აღნიშნა რომ ჩინეთის პრეზიდენტიც ეთანხმება ბირთვული იარაღის გამოყენების დაუშვებლობას. შოლცი რუსეთს მოუწოდებს მკაფიოდ განაცხადოს, რომ ის არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს.

"რუსეთი არის და რჩება დიდ სამხედრო ძალად. რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი.სწორედ ამიტომ არის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი, ვთქვათ, რომ დაუშვებელია, მიუღებელია ამ კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენება. მოვუწოდებთ რუსეთს, მკაფიოდ განაცხადოს, რომ ამას არ გააკეთებს. ეს იქნება ზღვარი, რომელიც არ უნდა გადალახოს,"-აცხადებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

დღის ამბები