27 ნოემბერი 2024,   02:17
ვრცლად
კიევი ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში, დედაქალაქის 3 მილიონი მცხოვრების ევაკუაციას გეგმავს - The New York Times

უკრაინა, ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში დედაქალაქის 3 მილიონი მცხოვრების ევაკუაციას გეგმავს- ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times-ი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ინჟინრები აღჭურვილობის გარეშე, ოკუპანტების მიერ დაბომბილი ელექტროსადგურების შეკეთებას და აღდგენას ცდილობენ. ამასთან, მიმდიონარეობს  1000 თბოთავშესაფრის მოწყობა.

კიევის მუნიციპალური მთავრობის უსაფრთხოების დირექტორმა განაცხადა, რომ თუ აგრესორები განაგრძობენ შეტევას, შესაძლოა უკრაინაში ენერგოდეფიციტი შეიქმნას. 

"ჩვენ გვესმის, რომ თუ რუსეთი განაგრძობს ასეთ თავდასხმებს, ჩვენ შესაძლოა დავკარგოთ მთელი ჩვენი ელექტროსისტემა", -აცხადებს რომან ტკაჩუკი.

დღის ამბები