თელავი ერეკლეობისთვის ემზადება. ხვალ, 7 ნოემბერს ერეკლე მეფის დაბადებიდან 302 წლისთავს აღნიშნავენ. ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე ეწყობა თემატური პავილიონები. დღის განმავლობაში ასევე დამონტაჟდება სცენა და დეკორაციები. ორგანიზატორები სტუმრებს შემეცნებით და გასართობ აქტივობებს ჰპირდებიან. გამოავლენენ საპატიო თელაველებსაც.
ხვალ მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე ლოკაციაზე იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა ინსტალაციები და გაიმართება ღონისძიებები, თუმცა ძირითადი აქტივობები მუზეუმის შიდა ტერიტორიაზეა დაგეგმილი.
ერეკლეობა თელავში ამ მასშტაბით 2 წელია არ გამართულა. სწორედ ამიტომ ხვალიდნელი დღისთვის მზადება განსაკუთრებულად მიმდინარეობს. დილის 9 საათზე კარის ეკლესიაში დაიწყება პარაკლისი, შემდგომ ღონისძიებების ოფიციალური ნაწილი, საღამოს კი დაასრულებს გრანდიოზული გალა-კონცერტი.