27 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი, გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, შარმ-ელ-შეიხში გაიმართება.

მთავრობის მეთაური ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

პრემიერ-მინისტრი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს და კლიმატის ცვლილებებით განპირობებული გამოწვევების დაძლევის გზებზე გაამახვილებს ყურადღებას.

დღის ამბები