27 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
ბექა ოდიშარიამ უკრაინიდან დევნილ ბავშვებს გასართობ კომპლექსში უმასპინძლა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ბექა ოდიშარიამ უკრაინიდან დევნილ ბავშვებს დღეს გასართობ კომპლექსში უმასპინძლა.

უკრაინელ ბავშვებს წინასწარ შედგენილი გასართობი პროგრამით დახვდნენ.

"ეს არ არის პირველი და უკანასკნელი დელეგაცია. დღესაც ჩვენი კოლეგები მასპინძლობენ სხვადასხვა დელეგაციებს უკრაინიდან - ბავშვებს, მშობლებს, მათ აღმზრდელებს. შესაბამისად, ეს არის დასტური ჩვენი ადამიანური გულშემატკივრობისა ამ შეჭირვებისას, რომელიც ჩვენს მოძმე ხალხს აქვს ამ აგრესიის გამო. ასეთი აქტივობები არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ორი ქვეყნის მეგობრობისთვის ,"-აცახდებს ბექა ოდიშარია.

დღის ამბები