"ემეგობრე პოლიციას"-ამ სახელწოდების ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. საინფორმაციო-შემეცნებით ღონისძიება ამჯერად ამბროლაურში მიმდინარეობს.
კამპანიის მიზანი სამართალდამცავი უწყების სხვადასხვა დანაყოფების საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. ღონისძიებებზე გამოიფინება სპეციალური ტექნიკა აღჭურვილობა და შეიარაღებაც.
ღონისძიებას ესწრებიან, როგორც უწყების წარმომადგენლები ისე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112-ის" დირექტორი და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული.
"აქ არის 112-ის სტენდი, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტენდი. ამ ღონისძიების მიზანია, მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია პოლიციის საქმიანობის შესახებ. გარდა ამისა მომდევნო დღეებში შეხვედრები გაგრძელდება სკოლებში, პოლიციელები აუხსნიან ბავშვებს მათ უფლებებს,"-აცახდებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.