თბილისის მე-16 კამერული მუსიკის ფესტივალი დასასრულს უახლოვდება. 6 ნოემბერს ფესტივალზე მონაწილეობას მიიღებენ სულხან ცინცაძის სახელობის საქართველოს სიმებიანი კვარტეტი და სოლისტი თამარ ლიჩელი. კონცერტზე შესრულდება ჰაიდნის "ქრისტეს 7 სიტყვა".
მანამდე კი, მუსიკოსები ბოლო სამზადისსა და რეპეტიციას გადიან. პროექტი საქართველოს მუსიკალური საზოგადოების ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მხარდაჭერით იმართება.